GE

გენერალური ასამბლეა 2023

25 დეკემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა და საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს 2023 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო.

ღონისძიების მეორე ნაწილში, საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა კომპანიებმა, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად, „ნინო ქათამაძის ფონდში“ თანხა გადარიცხეს.

ღონისძიების სპონსორები იყვნენ: თიბისი ბანკი, რუმსი, ancient valley, საქართველოს ბანკი, სევსამორა, ელიტ ელექტრონიქსი, ქრაუნ პლაზა, კუნძული, მინისო, წყალტუბო პლაზა, ტერმინალი, აჭარა ჯგუფი (D Block), სარაჯიშვილი, GPI Holding, Ramada by Wyndham Tbilisi Old City, სასტუმრო და რესტორანი ჯინჯერი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და ბარამბო.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: