GE

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი ელექტრონული კომერციის შესახებ

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით 22 თებერვალს გამართა საჯარო-კერძო დიალოგი ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტზე.  

საჯარო-კერძო დიალოგის მიზანი იყო  ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტის წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ერთად.

შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტის საკომუნიკაციო დოკუმენტი, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსპერტმა უჩა სეთურმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა რეფორმის დღის წესრიგი საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების კონტექსტში; კანონის პროექტის ძირითადი ასპექტები, ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და კანონპროექტის ხარჯთ სარგებლობის ანალიზი. შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც ახორციელებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

გააზიარე: