კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
22-23 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში.“ ორდღიანი კონფერენცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ტარდება და მასში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ უცხოელ სტუმრებს შორის არიან: Ericsson-ისა და TeliaSonera-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის ექსპერტები სათაო ოფისიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ხელმძღვანელი ნიუ იორკის სათაო ოფისიდან, პოლონეთის გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი.
კონფერენციის ფარგლებში მიმოხილული იქნება კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტადარტები, საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივები. კონფერენციის პირველ დღეს, ასევე, დაფუძნდება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი საქართველოში.
კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კონფერენციის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.