GE

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის”

დღეიდან კორპორაციული მდგრადობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო. კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული;

კონკურსის ნომინაციები გამომდინარეობს გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგი 6 მიზნიდან:

#SDG4 – ხარისხიანი განათლება;

#SDG8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;

#SDG11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

#SDG12– მდგრადი მოხმარება და წარმოება;

#SDG16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები;

#SDG17– პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

შემოიტანეთ განაცხადი, მიიღეთ ჯილდო, დაიმსახურეთ პარტნიორებისა და მომხმარებლის აღიარება!

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ჯილდოს ვებგვერდზე: bit.ly/CSA-2023GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთისა და USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდება.

გააზიარე: