GE

ლიდერთა სამიტი ნიუ-იორკში – Leaders Summit 2023

საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, 19 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე, მოდერირებას გაუწევს ერთ-ერთ გახსნით პლენარულ სესიას – „Elevating Leadership Amidst Crisis”.

დინამიური პლენარული სესია – Raising the Bar on Leadership Amidst Crisis გააერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც კონვერგენციული კრიზისების, მათ შორის, ომის, პანდემიის, კლიმატის ცვლილებისა და უთანასწორობის გაუარესების პერიოდში ნავიგაციის საკუთარ ხედვას წარადგენენ.

მომხსენებლებს შორის არიან: Kogyo-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი სანდრა ვუ Kokusai, DTEK-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაქსიმ ტიმჩენკო და CRH-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მდგრადობის მთავარი ოფიცერი, იუნის ჰითი.

SDG სამიტის გარდა, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის განმავლობაში, მიმდინარე წლის გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტი თავს მოუყრის ბიზნეს ლიდერებს, გაეროს ოფიციალურ პირებს, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებს, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, რათა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კერძო სექტორის წვლილზე იმსჯელონ. მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ბიზნესის ლიდერობას კრიზისის დროს, პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის კრიტიკული როლს, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებსა და პარტნიორობას, რაც 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად არის საჭირო.

ლიდერთა სამიტისა და მისი მონაწილეების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ბმულს: https://events.unglobalcompact.org/leaderssummit23/home

გააზიარე: