GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

  • ორგანიზაცია:

    აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

  • ტელეფონი:

    +995 32 248 01 41

  • ელ.ფოსტა:

    info@eeu.edu.ge

  • მისამართი:

    კამპუსი 1: ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ); კამპუსი 2: ქ. თბილისი, შატილის ქ. 4

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მისია:

  • სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ქართულ და მსოფლიოს კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის მხარდაჭერა აკადემიური და მორალური განვითარებისა და სამოქალაქო წარმატების მიღწევაში მაღალი ხარისხის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების უზრუნველსაყოფად.
  • საკუთარი წვლილის შეტანა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების აკადემიური განათლებისა და ღირსების დამკვიდრებაში.აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხედვა:აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო დონეზე აღიარებული იქნას, როგორც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებული და უმაღლესი განათლების სფეროში ლიდერი დაწესებულება საქართველოში. უზრუნველყოს კვლევითი პოტენციალის განვითარება და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, განავითაროს სტუდენტებსა და პერსონალში დემოკრატიული პრინციპები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ღირებულებები:ერთიანობა, პატივისცემა, თანაგრძნობა, მხარდაჭერა, კეთილსინდისიერება, აზროვენებისა და გამოხატვის თავისუფლება, თანამშრომლობა და კეთილგანწყობა
  • ერთიანობა – ჩვენი სწრაფვა, ვიყოთ ისეთი უნივერსიტეტი, სადაც პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები საერთო ძალისხმევით ცდილობენ განახორციელონ უნივერსიტეტის ხედვითა და მისიით დასახული მიზნები.
  • პატივისცემა – ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის, ფართო საზოგადოებისა და ისეთი პრინციპების მიმართ, როგორიცაა: თანასწორობა, ანგარიშვალდებულება, სამართლიანობა და ეთიკურობა. ამასთანავე, დაფასებული და აღიარებული იქნება საუნივერსიტეტო საზოგადოების ყოველი წევრის ღვაწლი, მათი პიროვნული და აკადემიური თავისუფლება.
  • თანაგრძნობა – ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც ორიენტირებულია/მიმართულია სოციალური უსამართლობის, გულგრილობის აღმოფხვრისა და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრებისკენ.
  • მხარდაჭერა – ხელს ვუწყოთ როგორც ერთმანეთის, ასევე სტუდენტების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, საზოგადოების სოციალურ-კულტურულ განვითარებასა და ჰუმანისტური ღირებულებების დამკვიდრების პროცესს. ვახდენთ ინდივიდუალური ინტერესებისა და სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებას.
  • კეთილსინდისიერება – ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოდგენს კეთილსინდისიერება აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში, რითაც უზრუნველვყოფთ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში პასუხისმგებლობის, ნდობის, სამართლიანობის და ღირსების შეგრძნებას.
  • აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება – ერთგულნი ვართ აკადემიური და პიროვნული თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპებისადმი და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, შევქმნათ ამ პრინციპების განხორციელებისთვის საჭირო გარემო და პირობები;
  • თანამშრომლობა და კეთილგანწყობა – კეთილგანწყობაზე დამყარებული თანამშრომლობით ვცდილობთ როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობისას

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა