ამერიკის სავაჭრო პალატა
კომპანიის შესახებ:
ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) არის ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს. AmCham– ის ძირითადი მიზანია აშშ – საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარება და საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.
საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:
პროფესიული განათლება, გადამზადება/სტაჟირება, ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ეკომეგობრული ინიციატივები, კომპანიების წახალისება მავნე ნარჩენების შესამცირებლად.
CEO
“მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა გაეროს გლობალური შეთანხმებისა და მისი გლობალური მიზნებისადმი. ეს არის ჩვენი ჩართულობის კომუნიკაცია (Communication of Engagement) გაეროს გლობალურ კომპაქტთან თანამშრომლობის შესახებ.აღნიშნული დოკუმენტი აღწერს იმ ქმედებებს, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ განახორციელა გაეროს გლობალური შეთანხმებისა და მისი პრინციპების მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ ინფორმაციას გავუზიარებთ დაინტერესებულ მხარეებს, მათთან საკომუნიკაციო ძირითადი არხების მეშვეობით.” – ჯორჯ უელტონი, აღმასრულებელი დირექტორი.