GE

ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის

  • ორგანიზაცია:

    ასოციაცია „იმედი“

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • მისამართი:

    რუსთაველის #92, ზუგდიდი

  • ელ.ფოსტა: imedi-info@yandex.ru; kristina-kilanava@yandex.ru;
  • საკონატქტო პირი:

    ქრისტინე ქილანავა

  • ტელეფონი: +995 0415 25 20 29

ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის არის არასამეწარმეო , არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდში 1999 წლიდან.

ორგანიზაციის ხედვა: დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ქალებსა და კაცებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები ყველა სფეროში, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებაში.

ორგანიზაციის მისია: ქალთა თანამონაწილეობის ხელშეწყობა კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, იგპ-თა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია.

ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელმაც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქალთა როლის ამაღლების საკითხებზე დაიწყო მუშაობა.

ასოციაციის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს.

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო, მ.შ. ქალთა ორგანიზაციებთან, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების ადვოკატირების მიმართულებით მუშაობენ.

ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წლების განმავლობაში მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

  • ქალთა უფლებების დაცვა -საგანმანათლებლო პროგრამები
  • ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა
  • მშვიდობის მშენებლობა
  • ადვოკატირება
  • ინსტიტუციონალური განვითარება
  • ურთიერთობა მასმედიასთან
  • ქსელური მუშაობა

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა