GE

BDO საქართველო

  • ორგანიზაცია:

    BDO საქართველო

  • ზომა :

    მსხვილი

  • სექტორი:

    საფინანსო

  • საკონტაქტო პირი:

    ქეთი მაჭარაშვილი

  • ტელ:

    +995 32 254 58 45

  • ელ. ფოსტა:

    bdo@bdo.ge

  • მისამართი:

    თბილისი, ივანე თარხნიშვილის 2, ვერე ბიზნეს ცენტრი

BDO საქართველო, ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, BDO-ს დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების საერთაშორისო ქსელის წევრს წარმოადგენს.
BDO საქართველოში 1999 წელს დაფუძნდა და 250-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.
კომპანია ფლობს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის მართვის სერტიფიკატს ISO/IEC 27001.
BDO-ს მომსახურების მთავარი მიმართულებებია:აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება, საგადასახადო მომსახურება, ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი, კორპორაციული ფინანსები, იურიდიული მომსახურება, ბიზნეს ტრენინგები, მონაცემთა ანალიტიკა და მენეჯმენტი , Ai და მანქანური სწავლება, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, RPA რობოტული პროცესების ავტომატიზაცია, Lean/Agile ტრანსფორმაცია, თანამედროვე სამუშაო სივრცე Office 365, BI  სისტემები, ERP სისტემები, CRM სისტემები.

CEO:
BDO-სთვის მდგრადი ბიზნესის მოდელი უალტერნატივოა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ გრძელვადიანი ფასეულობა საზოგადოებისთვის სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამისათვის ჩვენი სტრატეგიაა ინფორმირებულობის ხელშეწყობა მდგრადობის სერვისების, საზოგადოებრივი საქმიანობის და მოტივირების გზით.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა