GE

ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება

  • ორგანიზაცია:

    ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება

  • მისამართი:

    მარიკა ბარათაშვილის ჩიხი 8, თბილისი, საქართველო

  • ტელეფონი:

    +995 322 180 360

  • ელ.ფოსტა: info@bridge.ge

ბრიჯ – ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი) საქართველოში მოქმედი სწრაფად მზარდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების დასაძლევად.

„ბრიჯი “2015 წელს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით დაფუძნდა და ახორციელებს პროგრამებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაძლიერების და განსაკუთრებულად სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.

ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს ადვოკატირებისა და პოლიტიკის მონიტორინგის სფეროში, ასევე სხვადასხვა პოლიტიკის დაგეგმვისას მოსახლეობის ღარიბი ფენების ინტერესებისა და გენდერული ასპექტების ინტეგრირების გამოცდილებას. ამასთან, საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა სტრატეგიების „ქვევიდან ზევით“ შემუშავების პრინციპს, ადგილობრივი აქტორების პოტენციალის განვითარებას, მათ გაძლიერებას და მეტად ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა