GE

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

  • ორგანიზაცია:

    Caucasus Environmental NGO Network (CENN)

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • საკონტაქტო პირი:

  • ტელ:

    +995 32 275 19 03

  • ელ. ფოსტა: info@cenn.org
  • მისამართი:

    თბილისი, ბეთლემის ქ. 27

CENN არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა. ჩვენ ვიცავთ გარემოს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის; რესურსების მდგრადი მართვის; ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის მიმართ სტაბილური თემების ფორმირებისა და განვითარების; გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.

პრიორიტეტული მიმართულებები:

• რესურსების მართვა
• კლიმატის ცვლილება და DRR
• კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
• გენდერი და გარემო
• მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა
• ნარჩენებისა და გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული მართვა
• მდგრადი განვითარება და სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია

CEO:

ჩვენ, როგორც არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ SDG-ები არ არის მხოლოდ მთავრობის ვალდებულება – ეს არის ყოველი ჩვენგანის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის მიზნები და შესაბამისად ჩვენი ყველას ჩართულობა არის აუცილებელი.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა