GE

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

  • ორგანიზაცია:

    საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

  • სექტორი:

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • საკონტაქტო პირი:

    ლელა ხოფერია

  • ტელ:

    0 32 2 39 90 19

  • ელ. ფოსტა: office@csrdg.ge
  • მისამართი:

    თბილისი, ჯებაშვილის I გასასვლელი N. 5 (ყოფილი დელისის I შესახვევი, 5ა)

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა, საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისთვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

პრიორიტეტული მიმართულებები:

საქართველოში CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა სექტორების ინფორმირების მიზნით, მუდმივად ვატარებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, დაინტერესებულ მხარეთა ფორუმებს და კონფერენციებსა და კონკურსებს

არაფორმალური და ფორმალური განათლება, სამოქალაქო აქტივიზმი, ეკონომიკური განვითარება, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, ეს არასრული ჩამონათვალია რომელსაც პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების დროს ვითვალისწინებთ.

პარტნიორულ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

პროგრამის საქმიანობის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ (CSR) ცნობიერების ამაღლება და თემით დაინტერესებული პირებისთვის ექსპერტიზის ხელმისაწვდომობა. დასახული მიზნის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ, როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე უშუალოდ მსხვილ და მცირე ბიზნეს კომპანიებთან, მედიასთან და უმაღლეს სასწავლებლებთან.

სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მისიაა სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობა მთავრობასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი დიალოგის ხელშეწყობის გზით. საამისოდ ორგანიზაციას დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტები – დარეგისტრირებულია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრად, პოპულარიზაციას უწევს ISO 26000 სტანდარტს და ახალისებს გლობალური ანგარიშგების ინიციატივას და სხვა ანგარიშგების სტანდარტებს. მსგავსი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება ტრენინგები და სემინარები კომპანიებისათვის; პუბლიკაციები; დაინტერესებულ მხარეთა ფორუმები და კონფერენციები.

გამჭვირვალობა: CSRDG ყოველწლიურად აქვეყნებს საქმიანობის ანგარიშს და რეგულარულად ახორციელებს აქტივობების კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან მრავალი საინფორმაციო საშუალების დახმარებით. ანგარიში ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეებთან ეწყობა შეხვედრები.

კერძოდ:
• ვმუშაობთ მთავრობასთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, შესაბამისი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბების მიზნით;
• 2012 წელს გამოვეცით წიგნი – ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას – ბმული
• 2012 წელს გამოიცა სახელმძღვანელო – კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა – ზოგადი მიმოხილვა; ბმული
• ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სექტორებთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით;
• ვაწარმოებთ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიტიკურ კვლევებს;
• ვმუშაობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან;
• ვმუშაობთ მედიასთან – 2018 წლიდან, ვატარებთ კონკურს ჟურნალისტებისთვის – „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობისთვის“
• უნივერსიტეტებთან – დაინერგა სასწავლო კურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. ჩვენი გამოცემული სახელმძღვანელო ჯერჯერობით ერთადერთი ქართულენოვანი სახელმძღვანელოა, რომლის გამოყენებაც ხდება სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ.
• გავცემთ მიკროგრანტები სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის – 2018 წლიდან გავცემთ გრანტს კონკრეტულად – სექტორთაშორის პარტნიორობის ხელშესაწყობად საქართველოს რეგიონებში.
• ვთანამშრომლობთ ბიზნეს კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ დანერგონ საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე სტანდარტები.
• 2018 წელს გამოვეცით სახელმძღვანელო – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
• 2018 წლიდან ტარდება კონკურსი – „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”, სადაც მონაწილეობას ირებს როგორც მსხვილი ბიზნეს კომპანიები, ასევე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

საქართველოში CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა სექტორების ინფორმირების მიზნით, მუდმივად ვატარებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, დაინტერესებულ მხარეთა ფორუმებს და კონფერენციებს.

CEO:

ორგანიზაცია,არსებობის დღიდან, მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. 2007 წლიდან, ჩვენი ორგანიზაცია შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას. ჩვენ ვადასტურებთ უწყვეტ მხარდაჭერას გლობალური შეთანხმების ათი უნივერსალური პრინციპის მიმართ. ჩვენი საქმიანობით წვლილი შეგვაქვს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა