GGM მენეჯმენტი - მართვის კომპანია
GGM წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ბიზნესის მართვის კომპანიას, რომელსაც გააჩნია შვილობილი კომპანიები ინფრასტრუქტურის, წარმოების, ტურიზმის და მომსახურების სფეროში.
გვაქვს ბიზნესისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მსხვილბიუჯეტიანი დაფინანსების (გრანტი, სესხი, ინვესტიცია) მოძიების 7 წლიანი, წარმატებული გამოცდილება.
ვმუშაობთ ბიზნესში კრიზისის დიაგნოსტირების და კრიზისიდან გამოყვანის მიმართულებით.
ვისთან ვმუშაობთ
➪ საქართველოში მოქმედ ბიზნესთან, ვისაც დაფინანსება სჭირდება (სესხი, გრანტი, ინვესტიცია);
➪ კრიზისში მყოფ ბიზნესთან, ვისაც სურს კრიზისის დაძლევაში დახმარება;
➪ ფიზიკურ პირებთან და კომპანიებთან, ვისაც სურს საქართველოში მოქმედ ბიზნესში ინვესტიციის განხორციელება;
➪ კორპორატიულ ბიზნეს პარტნიორებთან, სტრატეგიული ფანდრაიზინგის მიმართულებით;
➪ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომელთაც სურთ დაფინანსების მოძიება.
პორტფელური პროექტები
GGM მართავს კომპანიებს წარმოების, ინფრასტრუქტურის, მომსახურების და ტურიზმის სფეროში.
2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით GGM მართავს შემდეგ კომპანიებს/ბრენდებს:
– მშრალი ხილის საწარმო ,,კერკი’’ – www.kerki.ge
– სამშენებლო დეველოპერული კომპანიები – www.g2.ge
– ბიზნეს თრეიდი – www.bt.ge (პროექტი ამოქმედდება 2023 წლის 13 სექტემბერს)
– მოგზაურობა საქართველოში – www.travelingeorgia.com (რებრენდინგის პროცესშია)
– სამედიცინო ცენტრი „დოიჩეს დიაგნოსტიკუმ“-www.gdc-dd.com