GE

ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი - ICDC

  • ორგანიზაცია:

    ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი

  • სექტორი:

    სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

  • მისამართი:

  • ტელეფონი:

  • ელ.ფოსტა: info@icdc.ge

ICDC წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიც 2014 წელს დაარსდა HR, ორგანიზაციული განვითარებისა და ტრენინგებისა და ადამიანების განვითარების წამყვანი ექსპერტების მიერ. ორგანიზაციის დამფუძნებლებს გააჩნიათ – საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში, მათ შორის ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებულის მიდგომების, მეთოდების და სტანდარტების პრაქტიკული დამკვიდრება ორგანიზაციული/ინსტიტუციური და ადამიანების განვითარების მიმართულებით, რომელსაც მაღალი ხარისხის პროგრამების, პროდუქტებისა და სერვისების განხორციელებით აღწევს. ორგანიზაციის მიზნებია:

• ახალგაზრდების და ზოგადად განვითარებაზე ორიენტირებული პირების პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;

• ადამიანური კაპიტალის მათვისა და განვითარების, ისევე როგორც ორგანიზაციული მართვის თანამედროვე, ინოვაციური სისტემების, მოდელების, პროგრამებისა და ინსტრუმენტების შემუშავება – დანერგვა;

• ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ადამიანების განვითარების მიზნობრივი პროგრამების და პროექტების შემუშავება და განხორიელება;

• დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებში მონაწილეობა და დასაქმების პოპულარიზაცია როგორც ახალგაზრდებში, ასევე სხვა მიზნობრივ ჯგუფებში; • საჯარო, კერძო და საზოგადოებრივ სექტორებში დასაქმების თანამედროვე და პრაქტიკული სისტემების მოდელებისა შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა.

• მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გათვალისწინებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტი განათლებისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამების შექმნა და დანერგვა;

• ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარების, დასაქმების და შემდგომი კარიერული განვითარების აქტიური ხელშეწყობა – მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პროექტებთან, ბიზნეს, საზოგადოებრივ და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობთ.

ICDC-ის არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განმახორციელებლია ადამიანების განვითარების, დასაქმების, კარიერული და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს, მის მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროგრამებისა და სისტემების, მოდელების მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაციის საქმიანობის მდგრადობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ადამიანების განვითარების უნიკალური ეკოსისტემა – HOME.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა