GE

კონსე

  • ორგანიზაცია:

    კონსე

  • სექტორი:

    საკონსულტაციო

  • მისამართი:

    თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 73

  • ტელეფონი:

    -

  • ელ.ფოსტა: welcome@conse.ge

ისტორია და საქმიანობა

კონსე არის იურიდიული კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა 2019 წელს გამოცდილი ქართველი იურისტების მიერ, რომელთაც სჯერათ, რომ ახლებური და მრავალმხრივი მიდგომები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  სამართლებრივი კონსულტაციების მიწოდების ხარისხს თანამედროვე ბიზნესებისთვის. 

მთავარი განმაპირობებელი, რის გამოც ვინარჩუნებთ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს ჩვენს კლიენტებთან, არის მათთან დამსახურებული ნდობა და ჩვენი უნარი კლიენტების საქმეებს მოვეპყრათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობითა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

საქმიანობის პრინციპები

ჩვენი მიზნები და ხედვები: კონსეს უმთავრესი მიზანია მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურების მიწოდება, კომუნიკაბელურობა, პრაქტიკულობა და ეფექტური სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეთავაზება კლიენტთათვის. კონსეს აქვს ამბიცია, რომ ხელი შეუწყოს ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია განსხვავებული აზროვნების გზით, ფორმალობებისა და სტერეოტიპული მეთოდების მინიმალიზებით და ინოვაციებისა და მრავალფეროვანი მუშაობის სტილის  დანერგვით სამართლებრივი კონსულტირებისას.

ეთიკური და პასუხისმგებლიანი ბიზნესი: ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დამოკიდებულებებს საქმისადმი განიხილავდნენ როგორც ეთიკურს, პასუხისმგებლიანს და ფართო საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანს. ამ საკითხების ხელშეწყობისთვის, ჩვენ მოწადინებული ვართ საზოგადოებისთვის საერთო სიკეთის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ სხვადასხვა პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გზით.

კლიენტები და ინდუსტრია

ჩვენ  საკორპორაციო და კომერციულ ტრანზაქციებს ვახორციელებთ სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება, კვების და სასმელების ინდუსტრია, სათამაშო ბიზნესი, კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ფინტეკ ინდუსტრია. 

კლიენტთა კონსულტირებისას ვიყენებთ ინდუსტრიაზე ფოკუსირებულ მიდგომას. ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ გვაქვს კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის კომერციული აღქმა და კლიენტებს სამართლებრივ კონსულტაციებს  სწორედ ამ გადმოსახედიდან ვუწევთ.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა