მადელაინი

რბილი სათამაშოებისა და საბავშვო ტანისამოსის მწარმოებელი ქართული კომპანია „მადელაინი*Madeline“ 2018 წლის 19 მარტს დაარსდა. ეს არის მცირე საწარმო, სადაც ხელით მზადდება პროდუქცია განსაკუთრებული სიყვარულითა და რუდუნებით. ის იკერება უსაფრთხო მასალით, არის გამძლე და რეცხვადი. სათამაშოების ძირათადი მიმართულებებია: წყალქვეშა სამყარო, ტყის ბინადრები, თოჯინები, თეატრალური თოჯინები,განმავითარებელი სათამაშოები. ასორტიმენტში გვაქვს 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ტანისამოსი და დედის კომფორტისთვის მორგებულ ნივთები, რომლებიც უიოლებს მათ პატარების მოვლას. „მადელაინის“ ყველა პროდუქტი არის საავტორო. რაც მთავარია, გაუძლებს არაერთ თაობას. შესაბამისად, განსხვავდება ინდივიდუალობით, ხარისხით და კონცეპტუალობით.