GE

მწვანე საჩუქარი

  • ორგანიზაცია:

    მწვანე საჩუქარი

  • სექტორი:

    მცირე და საშუალო

  • მისამართი:

    გურამიშვილის 3, თბილისი

  • ტელეფონი:

    +955 599977119

  • ელ. ფოსტა: greengift.geo@gmail.com

2015 წელს მეგობრებმა მოვიფიქრეთ ინიციატივა „მწვანე საჩუქარი“, რომლის მთავარი მიზანი ჩვენს თემში ნარჩენების დახარისხების და გადამუშავების წახალისება იყო.

ჩვენი რესურსებით ვაგროვებდით მაკულატურას ორგანიზაციებიდან, სადაც ვმუშაობდით ჩვენ და ჩვენი მეგობრები. შეგროვებულ მაკულატურას ვცვლიდით წიგნებში. საკმაო რაოდენობის წიგნები რომ გვიგროვდებოდა საჩუქრად მიგვქონდა რეგიონში არსებულ სკოლის ბიბლიოთეკისათვის.

2016 წლის ბოლოს ჩვენს ინიციატივას მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა და გაჩნდა საჭიროება ორგანიზაციის დარეგისტრირების, ინიციატივის გაფართოების.

2017 წლის 15 თებერვალს დავაარსეთ ა(ა)იპ „მწვანე საჩუქარი“, რომლის საფუძველზე ზაფხულში პირველი გრანტის მიღების შემდეგ დავაარსეთ იგივე სახელწოდების სოციალური საწარმო.

დღეისათვის სოციალური საწარმოს მთავარი საქმიანობაა მაკულატურის შეგროვება და მაკულატურის გადამუშავებით მიღებული ქაღალდისაგან სხვადასხვა პროდუქტის წარმოება. პროდუქტების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ისევ ხმარდება მაკულატურის შეგროვების საოპერაციო ხარჯებს და სხვადასხვა სოციალურ აქტივობას.

საწარმოში დასაქმებულია 4 ადამიანი (4 დამფუძნებლის გარდა), გვაქვს ორი საბეჭდი და ერთი საკვეთი დანადგარი, რომლის საშუალებით ვამზადებთ სხვადასხვა პროდუქტს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა