GE

RSM საქართველო

  • ორგანიზაცია:

    RSM საქართველო

  • მისამართი:

    ზ. ფალიაშვილის ქ. 85 0162 თბილისი, საქართველო

  • ტელეფონი:

    +995 322 55 88 99

  • ელ.ფოსტა: mail@rsm.ge; lkajaia@rsm.ge;

ბიზნეს სამყარო სწრაფად ვითარდება. ტექნოლოგიების, კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის თანამედროვე მიღწევების საშუალებით, ბიზნეს ბარიერები ქრება, რის საფუძველზეც ჩვენ ყოველდღიურად ვხდებით უფრო მეტად გლობალურები. 

მუდმივად ცვალებად გარემოში თქვენ გჭირდებათ მრჩეველი, რომელიც მომავლის ჭვრეტით სწრაფად რეაგირებს ცვლად საჭიროებებზე. RSM-ში ჩვენ ვნერგავთ კლიენტი კომპანიების უპირატესი საჭიროებების სიღრმისეული შესწავლისა და გააზრების პრაქტიკას.

ჩვენ გამოგვარჩევს ძლიერი, კოლაბორაციული მიდგომა ჩვენს კლიენტებთან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რეალურად გავიგოთ, გავაანალიზოთ თქვენი სტრატეგია, გავიაზროთ თქვენი მისწრაფებები იმისთვის, რომ თქვენ RSM-ი ბიზნესის რჩეულ მრჩევლად მიიჩნიოთ. ჩვენი იდეების და მიგნებების გაზიარებით, ჩვენ თქვენამდე მოგვაქვს ადგილობრივი ექსპერტიზა და გლობალური ბაზრის სიღრმისეული ცოდნა, იმისთვის, რომ თქვენ იგრძნოთ, რომ თქვენი ესმით და მოგცეთ ძალა თავდაჯერებული წინსვლისთვის.

ეს არის RSM-ის გამოცდილება. ეს არის RSM-ი.

RSM-ი წარმოადგენს აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ექსპერტების ძლიერ ქსელს  ოფისებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  როგორც ერთიანი გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ უნარებს, ახალ მიგნებებს, რესურსებსა და კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის ზუსტ და სიღრმისეულ გაგებას ეფუძნება. ყოველივე ეს კი თავდაჯერებული წინსვლისა და თქვენი პოტენციალის სრული რეალიზების შესაძლებლობას გაძლევთ, რაც ნათლად ასახავს თუ რას ნიშნავს, როდესაც თქვენი ზუსტად ესმით.

გადაწყვეტილებები თქვენი თავდაჯერებული წინსვლისთვის

ჩვენი ქსელის წევრი ფირმები მზად არიან კონსულტაცია გაგიწიონ და გირჩიონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აუდიტი, გადასახადები, კონსულტაცია, რისკების მართვა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგება (IFRS), რესტრუქტურიზაცია, ტრანზაქციები, სხვადასხვა ფინანსური და ბიზნეს გადაწყვეტილებები.  გარდა ამისა, RSM -ის ქსელის წარმომადგენელი ფირმები, მათ შორის RSM საქართველო, გთავაზობთ სპეციალიზებული სერვისების ფართო არჩევანს, როგორიცაა: იურიდული მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო მომსახურება, კერძო ქონების  მართვა და შეფასება.

მეტი ეფექტურობისთვის, ჩვენ, როგორც თქვენი გრძელვადიანი მრჩეველი, სიღრმისეულად ვაანალიზებთ თქვენი ბიზნესის თითოეულ ასპექტს, რაც საშუალებას გვაძლევს დროული რეაგირება მოვახდინოთ  ექსპერტული  გადაწყვეტილებების შემოთავაზებით. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, თქვენ ისარგებლებთ RSM-ის ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურებით, რომელიც  ჩვენი უფროსი კონსულტანტების ადგილობრივ ცოდნასა და გლობალურ ექსპერტიზას ეფუძნება. ჩვენი კრედო თქვენი წარმატების ურზუნველყოფაა თავდაჯერებული წინსვლისთვის.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • RSM-ი რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელია.
  • RSM-ის ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში.  
  • ჩვენს  830 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, დასაქმებულია 57,000-ზე მეტი  პროფესიონალი.

„კაპტო ჯგუფი“, ამჟამინდელი RSM საქართველო 2008 წელს დაარსდა, სწრაფად განვითარდა 5 წლის განმავლობაში და საქართველოს წამყვანი უდიტორული კომპანიების ათეულში დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი. თანამედროვე მიდგომებმა, სწრაფი რეაგირების უნარმა, სერვისის ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობამ განაპირობება RSM საქართველოს განვითარების სწრაფი ტემპი. RSM-ი საქართველოში წარმოდგენილია 4 ოფისით და 70 თანამშრომლით.

RSM-ის კლიენტთა ბაზა, მოიცავს, როგორც ზრდაზე ორიენტირებულ სამეწარმეო ბიზნეს კომპანიებს, ისე  სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე წამყვან მულტინაციონალურ  ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ,  როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.

მოლოდინების გადაჭარბებაზე ფოკუსირება

RSM- ის ქსელი მიზანმიმართულია მოუტანოს კლიენტს უფრო მეტი სარგებელი. მისი ბიზნეს საჭიროებების და სპეციფიკის უფრო სიღრმისეული გაგება. უფრო  მეტი ექსპერტიზა. მეტი თავდაჯერებულობა.   

გლობალური და ადგილობრივი კოლაბორაცია  – ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, RSM-ის კლიენტებს შევთავაზოთ სერვისი, რომელიც გადააჭარბებს მათ  მოლოდინს. ეს კი გულისხმობს თქვენს მხარდაჭერას თქვენთვის ღირებული ექსპერტული გადაწყვეტილებებით, რომელსაც გლობალური პროფესიონალი  კონსულტანტები ადგილობრივი პერსპექტივის გათვალისწინებით  საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილების საფუძველზე გთავაზობენ. სწორედ ეს ორმაგი პერსპექტივა განაპირობებს თქვენს თავდაჯერებულ წინსვლას მომავლისკენ.

უმაღლესი ექპერტიზა, იდეები და მიგნებები  – მიგვაჩნია, რომ თითოეული ჩვენი კლიენტი იმსახურებს წვდომა ქონდეს  ჩვენი უფროსი გლობალური ექსპერტების  ცოდნასა და გამოცდილებაზე. მიუხედავად იმისა, თქვენ ხართ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, თუ  მულტინაციონალური გლობალური კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე აღიარებული კონსულტანტების უახლეს ანალიტიკას. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია გაგიზიაროთ მათი ნააზრევი, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერ გამოწვევას შესაბამისი ცოდნით შეხვდეთ.

კლიენტი  კომპანიების საჭიროებების და მისწრაფებების ზუსტი გაგება –  ურთიერთობები ჩვენს კლიენტებთან დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და კოლაბორაციაზე.  ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით და ჩავუღრმავდებით თქვენს ბიზნესს, რათა მოვახდინოთ ზუსტი იდენტიფიცირება იმისა, თუ რა მისწრაფებები და მოტივაცია გამოძრავებთ. ჩვენ ვახდენთ ბაზრის 360 0-ით  შესწავლას, ადგილობრივი კანონმდებლობის და საბაჟო წესების  ანალიზს, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად  გამოვკვეთოთ თქვენს წინაშე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. თქვენი მიზნების და წარმატების საზომების სიღრმისეული გააზრებით, ჩვენ გეხმარებით, რომ მოახდინოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმიზაცია.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა