საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის დაარსების იდეაა ქალთა გაძლიერება და აუდიტორი / იურისტი ქალების ხელშეწყობა. ასოციაციის მისიაა სიახლეებისა და ახალი ინიციატივების შემუშავება, სადაც ჩაერთვებიან ახალგაზრდები და რეგიონში მოღვაწე ქალები.
გაერთიანების მიზანია ახალგაზრდა ქალთა პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ამ კუთხით რეგიონის გაძლიერება და პროფესიული ზრდის/ განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია უკვე თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow”, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, „Forbes Women Georgia” და სხვა. ამჟამად ასოციაცია აერთიანებს 85 ქალ წევრს და ასოციაციის მიერ განხორციელებული მრავალი პროექტიდან აღსანიშნავია ტრენინგები 2021 წლის მარტში გამართულ პროექტზე “100 მეწარმე ქალის მხარდაჭერა”, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა და ასოციაციის მხარდაჭერა მიიღო 80-მდე მეწარმე ქალმა. საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში მიზნად ისახავს უფრო აქტიურ ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისკენ. იგეგმება ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარების და სწავლების უზრუნველყოფა ხელმძღვანელობის ყველა დონეზე. ეს შეეხება განსაკუთრებით COVID-19-ით დაზარალებულ მოსახლეობას. 2021-2022 წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უფროსკლასელი და სტუდენტი გოგონებისთვის მეწარმეობის ტრენინგებზე, მათი გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. გარდა ამისა უშუალოდ ჩვენი წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად იგეგმება ტრენინგები პროფესიული მიმართულებით-აუდიტი, ფინანსები, იურისპუდენცია, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტრენერების მიერ. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია გეგმავს სხვადასხვა კანონპროექტების განხილვაში აქტიურ ჩართულობას და მთავრობისთვის განსახილველად ინიციატივების შეთავაზებას.