GE

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC)

  • ორგანიზაცია:

    GAACC

  • მისამართი:

    დ. უზნაძის 72, თბილისი

  • ტელეფონი:

    577 31 95 42

  • ელ. ფოსტა: info@gaacc.ge
  • სექტორი:

    სავაჭრო-სამრეწველო

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC) დაფუძნებულია საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის მიერ 2017 წელს იმ მიზნით, რომ სრული მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნების ბიზნესორგანიზაციებს. GAACC მათ აძლევს ახალ შესაძლებლობებს, კავშირებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის განვითარებისათვის სამივე კონტინენტზე. 

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს წარმატებული ბიზნესორგანიზაციებისა და მეწარმეების დაკავშირებაზე და ყოველდღიურად ავითარებს ფასეული კავშირების ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ხედვა ეფუძნება მისიას, განავითაროს და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებს საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის. ამ მისიისთვის შერჩეული გამოცდილი პროფესიონალების გუნდი აქტიურ მხარდაჭერას უწევს ჩვენს წევრ ორგანიზაციებს ბიზნესის ყველა ძირითად მიმართულებაში.

ჩვენ ვმოღვაწეობთ საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა, საქართველო, როგორც საუკეთესო ადგილი ინვესტიციებისთვის, ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენს გუნდთან ერთად, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ყველა ინვესტიცია როგორც ბიზნეს ოპერატორებისთვის, ასევე საქართველოს ინტერესებისათვის.

GAACC მთავარ ღირებულებებთან ერთად აგებულია მართვის საუკეთესო პრაქტიკებზე და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კორპორაციული კულტურის ამაღლებაზე. ჩვენი ორგანიზაციის კორპორაციული ეკოსისტემა არის მრავალპროფილური და მოქნილი ყველა ინდუსტრიასთან მიმართებაში, რათა შევძლოთ, ვუპასუხოთ ბიზნესის ყველა მოთხოვნას.

მისია და ხედვა

ჩვენი ხედვა ეფუძნება მისიას განავითაროს და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებს საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის. ამ მისიისთვის შერჩეული გამოცდილი პროფესიონალების გუნდი აქტიურ მხარდაჭერას უწევენ ჩვენს წევრ ორგანიზაციებს ბიზნესის ყველა ძირითად მიმართულებაში.

GAACC-ის მიზნები ემსახურება ჩვენი წევრების მხარდაჭერას, მათი ინტერესებისა და ეკონომიკური კავშირების დაცვას. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც კომერციული, ისე არა-კომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის, შევძლებთ შევქმნათ კარგი გარემო, ღირებული კავშირებით და საინტერესო პერსპექტივებით თითოეული ჩვენი წევრისათვის.

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობა და მისი წევრობა თქვენთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, სადაც ბიზნესის განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს იხილავთ!

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა