GE

შპს აისი

  • ორგანიზაცია:

    შპს აისი

  • სექტორი:

    ენერგეტიკა

  • მისამართი:

    2 გ. ლეონიძის ქუჩა თბილისი 0105, საქართველო

  • ელ. ფოსტა: info@ais-georgia.ge
  • ტელეფონი:

    +995 591 883 833

შპს “აისი“ ფლობს და მართავს ახალქალაქის ჰიდრო ელექტრო სადგურს, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. პროექტის უმსხვილეს აქციონერებს წარმოადგენენ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) და Landsvirkjun Power (“LVP”). 

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH)  არის საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და საქართველოში წარმატებული ოპერირების მრავალწლიან ისტორიას ითვლის. ჰოლდინგის ინვესტორებს წარმოადგენენ ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან  და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 

Landsvirkjun Power (“LVP”) წარმოადგენს ისლანდიის  ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას. LVP-სთვის ახალქალაქი ჰესის  პროექტი წარმოადგენს ისლანდიის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ პირველ ინვესტიციას. 

ახალქალაქი ჰესის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2020 წელს (სექტემბერი) და წარმატებით დასრულდა 2022 წელს (ნოემბერი). ახალქალაქი ჰესის დადგმული სიმძლავრე   შეადგენს 9.1 მეგავატს. 

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა