GE

SOCAR

  • ორგანიზაცია:

    სოკარ ჯორჯია

  • სექტორი:

    ენერგეტიკა და საწვავი

  • მისამართი:

    300 არაგველის ქ. 24, თბილისი, საქართველო

  • ტელეფონი: 995322439275; 995322439777
  • ელ.ფოსტა: [email protected]

სოკარის პირველი შვილობილი კომპანია საზღვარგარეთ – სოკარ ენერჯი ჯორჯია – 2006 წელს დაარსდა ნავთობისა და გაზის პროდუქტების იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და საქართველოში ბუნებრივი აირის დისტრიბუციის მიზნით.

ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ვართ საქართველოში

ჩვენი საოპერაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით შეიქმნა შვილობილი კომპანიები – სოკარ ჯორჯია გაზი, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი და სოკარ ჯორჯია სექიურითი, რომლებიც მთლიანად სოკარ ენერჯი ჯორჯიას ეკუთვნის.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ახორციელებს ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციას. კომპანია 100-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურსა და საცალო მაღაზიების ქსელს ფლობს, რომლებიც სადგურების ქსელის ტერიტორიაზეა განთავსებული.

სოკარ ჯორჯია გაზმა საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროგრამა განახორციელა. ქვეყანაში 12,000 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა, შედეგად, 860,000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდება გაზი.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი კომპანია  ყულევის ტერმინალი – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების ტერმინალია, რომელიც 2008 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. ტერმინალი წელიწადში 10 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა-გადმოტვირთვას ახორციელებს.

პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე

უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი CSR ინიციატივები ფოკუსირებულია ხუთ ძირითად მიმართულებაზე, რომლებიც ვრცელი კვლევის შედეგად დავადგინეთ:

  • შშმ პირების უფლებების რეალიზაცია
  • უსაფრთხოება
  • ქალთა გაძლიერება
  • ახალგაზრდების მხარდაჭერა
  • გარემოს დაცვა
  • სხვა სოციალური აქტივობები

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა