GE

Wondernet Express Investment Group

  • ორგანიზაცია:

    Wondernet Express Investment Group

  • ზომა:

    მცირე და საშუალო

  • სექტორი:

    სატრანსპორტო, ლოგისტიკა

  • ტელ: +995 322 19 29 01
  • ელ.ფოსტა:

    info@weig-bft.com

  • მისამართი:

    თბილისი, ბესიკის ქუჩა 4

Wondernet Express Investment Group დაარსდა ADIA-ს, Covalent-ისა და აშშ-ში ცნობილი გადამზიდავი კომპანია – Trammo, inc-ს მიერ, სადაც 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 აღნიშნული ტერმინალის ასაშენებლად 25 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. ტერმინალმა ოპერირება 2021 წლის აპრილში დაიწყო.  

 Wondernet Express Investment Group მინერალური სასუქების, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ბათუმის პორტში არსებულ ტერმინალში დასაწყობებას და შემდეგ გემით გატანას ახორციელებს. ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალი გაშენებულია 1.5 ჰექტარ ტერიტორიაზე, გააჩნია სამი დახურული საწყობი, რომელიც, საერთო ჯამში, 80,000 ტონამდე ტვირთს იტევს და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის ლენტურ-კონვეიერული, კომუნიკაციების, ვიდეოკამერებითა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რაც ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა