თანამშრომლები
სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
სალომე ზურაბიშვილმა 2016 წელს დააარსა და მას შემდეგ ხელმძღვანელობს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს საქართველოში. სალომე ზურაბიშვილი არის გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრი და გლობალური ქსელების საბჭოს თანათავმჯდომარე, ასევე, გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ქსელის საბჭოს თავმჯდომარე. სალომეს სპეციალობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი, ამასთან მას აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის სფეროში აქვს. სალომე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორსა და აკადემიაში. 2020 წელს ის Forbes საქართველოს „30under30” კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. სალომე შვედეთის ინსტიტუტის ვიზბის პროგრამის კურსდამთავრებულია, მან მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის და შრომის უფლებების მიმართულებით მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. სალომე, ასევე, ევროპის პარლამენტის სახაროვის პროგრამის კურსდამთავრებულია.
ნინო კვანტრიშვილი
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ნინო კვანტრიშვილს აქვს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ნინო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის წევრი 2020 წლიდან გახდა და ამჟამად არის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
მანამდე ნინო იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2019-2020). ნინო მუშაობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში (2011-2014; 2016-2019). ასევე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში და იყო პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილების უფროსი (2014-2017).
ნინოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კორპორაციული მდგრადობის, საჯარო-კერძო დიალოგისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების, მედია და სტრატეგიული ღონისძიებების მენეჯმენტის, კვლევის, ანგარიშებისა და ანალიზის მიმართულებით.
ნინო კვანტრიშვილს აქვს მასტერის ორი ხარისხი მედია კომუნიკაციებში (ვებსტერის უნივერსიტეტი 2012-2013) და მედია კომუნიკაციების მენეჯმენტში (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი-ჯიპა 2006-2008). მიღებული აქვს სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია. ბაკალავრის ხარისხი კი მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სატელევიზიო ჟურნალისტიკა (2001-2005 წლები).
ბაკურ კვარაცხელია
პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი
ბაკურ კვარაცხელია ორგანიზაციას 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. მანამდე იგი გარემოსდაცვითი ომბუდსმენის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ბაკურს გააჩნია როგორც დიპლომატიურ და საჯარო სამსახურში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის, სხვადასხვა დროს, მუშაობდა ესტონეთსა და ინდოეთში საქართველოს საელჩოებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ბაკური არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული არაერთი გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული. ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს.
რატი ზაუტაშვილი
ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი
რატი ზაუტაშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. მას უმაღლესი განათლება, მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით.12 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორში, განხორციელებული აქვს ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი. იგი აქტიურად მუშაობს ბიზნესის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რაც ხელს შეუწყობს კორპორაციული პასუხმისმგებლობის განვითარებას საქართველოში.
თემურ ტყეშელაშვილი
ფინანსური ხელმძღვანელი
თემურ ტყეშელაშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელად 2019 წელს შემოუერთდა. მანამდე თემო იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, BDO-ს საქართველოს ოფისის ფინანსური აუდიტორი, მთლიანობაში მას საერთაშორისო და კერძო ადგილობრივ კომპანიებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. 2008 წელს, კომაროვის თბილისის ფიკიზა-მათემატიკის სკოლის დამთავრების შემდეგ, თემომ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფინანსურ აუდიტში.
ანა დგებუაძე
ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
ანა დგებუაძე ორგანიზაციაში ადმინისტრაციული და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს.
მას 2012 წელს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. ამის შემდეგ გააგრძელა სწავლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით.
2011 წლიდან მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და რამოდენიმე საადვოკატო ბიუროში სამართლებრივი და ადმინისტრაციული მიმართულებით. ასევე მუშაობდა კერძო ბიზნესში ტურიზმის მიმართულებით, სადაც ჩართული იყო მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში.
თამარ ღუნაშვილი
სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი
თამარ ღუნაშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდს, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე, 2022 წელს შეუერთდა.
თამარს მედიასა და საჯარო სამსახურში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს.
2008-2022 წლებში თამარი იკავებდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის, მოგვიანებით კი საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის პრესცენტრის მთავარი სპეციალისტის პოზიციას. საჯარო სამსახურში დასაქმებამდე, სტაჟირებას გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ასევე, საქმიანობდა საგამომცემლო სახლ „ნავიგატორში“.
თამარი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა (ბაკალავრის ხარისხი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ევროპარლამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილე.
ქეთი ბოჭორიშვილი
აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერი
ქეთი ბოჭორიშვილს აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით. ქეთი გუნდს 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. 2020-2021 წლებში ის იყო იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსი, 2015-2020 წლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრში სასწავლო პროგრამების მართვის კონსულტანტანტი, ხოლო 2013-2015 წლებში ბიზნესის საერთაშორისო სკოლის კოორდინატორი.
ქეთის აქვს 5 წლიანი გამოცდილება აკადემიურ სფეროშიც, ამჟამად კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში BA ხარისხის სტუდენტებისთვის „ბიზნესის საფუძვლები“.
ქეთი ბოჭორიშვილს აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მაია გიორგაძე
პარტნიორობისა და კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი
მაია (მაკო) გიორგაძე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს 2023 წლის იანვრიდან შეუერთდა.
მას კერძო,საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის ჩვიდმეწლიანი გამოცდილება აქვს.
მრავალი წლის განმავლობაში მაია მუშაობდა American Councils-ში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების ადმინისტირების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
სხვადასხვა დროს, მაია გიორგაძე საერთაშორისო, ეკონომიკური და სამართალდაცვითი მიმართულებებით წამყვან პოზიციებს იკავებდა, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს აპარატსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საქართველოს საზოგადობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში და შვედეთის სამეფოში – სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. მაია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული რამდენიმე გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულია. იგი ფლობს Tufts University – Fletcher School of Law and Diplomacy -ის საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრის ხარისხს და International Anti-Corruption Academy(Austria) აკადემიურ ხარისხს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით (Anti- Corruption Collective Action).
მეგი შუბალიძე
გარემოს დაცვის მენეჯერი
მეგი შუბალიძე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს 2023 წელს შემოუერთდა. მეგი არის GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. ამასთანავე, მოპოვებული აქვს ბაკალავრის ორმაგი ხარისხი საერთაშორისო ბიზნესისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით როჰემპტონის უნივერსიტეტიდან და EUBS-დან.
მეგი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში იკავებს გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციას და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ისეთი სტრატეგიებისა და აქტივობების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მანამდე ის მუშაობდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაში, სადაც მისი საქმიანობა ფოკუსირებული იყო მყარი ნარჩენების მართვის სექტორის გაუმჯობესებასა და მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გარდა ამისა, მეგის აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ის გახლავთ სპეციალისტი, რომელიც მოწოდებულია პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ცვლილებების განხორციელებისკენ
აკაკი კუხალეიშვილი
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერი
აკაკი კუხალეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს 2023 წელს შემოუერთდა. აკაკი არის რიგის უმაღლესი სამართლის სკოლისა და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. მას აქვს ადამიანის უფლებებში 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება. აკაკი ჩართული იყო საქართველოში განხორციელებულ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნულ საბაზისო კვლევაში, როგორც მკვლევარი. აკაკის მომზადებული და გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, სტატია თუ ანგარიში ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
აკაკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში იკავებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერის პოზიციას და უზრუნველყოფს ამ მიმართულების ეფექტურ მართვას, თემატური აქსელერაციის პროგრამების წარმართვას, ანალიტიკური მასალების, ანგარიშებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებას. მანამდე ის მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, იურისტ-მკვლევრის, მკველვარ-ანალიტიკოსის, უფროსი სპეციალისტის, ხოლო მოგვიანებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ის ასევე იყო კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სპეციალისტი ასევე გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის ადამიანის უფლებების ადვოკატირების ცენტრში.
- 1
- 2