GE

თანამშრომლები

Lasha Mikautadze Digital Marketer GCNG

ლაშა მიქაუტაძე

ციფრული მედიის მენეჯერი

ვრცლად
Lasha Mikautadze Digital Marketer GCNG

ლაშა მიქაუტაძე

ციფრული მედიის მენეჯერი

ლაშა მიქაუტაძე ჩვენს გუნდს 2023 წლის იანვრიდან შემოუერთდა ციფრული მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ლაშას ციფრულ მარკეტინგსა და მედია მენეჯმენტში 10-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში – საერთაშორისო პროექტების, კომპანიების და ფინტექის კუთხით.

2012-2022 წლებში ლაშა იკავებდა სხვადასხვა პოზიციას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში,  ციფრული მარკეტინგის მენეჯერისა და მარკეტინგული მიმართულების უფროსად. ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტოს საქართველოს ოფისის ციფრულ მიმართულებას. ლაშას, ასევე, გააჩნია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და წამყვანობის მრავალი გამოცდილება.

ლაშა მიქაუტაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე არსებული საქართველოს დიპლომატიური აკადემია (ბაკალავრი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის CES (Center of European Studies) სამაგისტრო პროგრამა. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში როგორც მულტიმედია ტრენერი, კოორდინატორი, სპიკერი და ა.შ.

ანი გოცაძე

HR ბიზნეს პარტნიორი

ვრცლად

ანი გოცაძე

HR ბიზნეს პარტნიორი

ანი გოცაძე ჩვენს გუნდს 2025 წლის იანვრიდან შემოუერთდა HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

ანის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით  9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

2022-2024 წლებში ანი იკავებდა HR დირექტორის პოზიციას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში , ასევე  ქართულ-ამერიკულ კომპანიაში იყო HR კონსულტანტი თანამშრომელთა შერჩევის მიმართულებით.

2019-2022 წლებში იკავებდა HR სამსახურის უფროსის პოზიციას სადაზღვევო კომპანიაში, ხოლო 2017-2019 წლებში ყავის კომპანიაში მუშაობდა HR აღმასრულებლის პოზიციაზე და გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომპანიაში ISO სტანდარტის დანერგვაში.