GE

Peer Learning ჯგუფის მორიგი შეხვედრა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, თემაზე – გენდერულად პასუხისმგებელიანი შესყიდვები, გენდერული თანასწორობის Peer Learning ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ოფისის შესყიდვებისა და აქტივების მართვის ასისტენტი, ანა ცაგარელი უძღვებოდა. გენდერულად პასუხისმგებელიანი შესყიდვები ეხება კომპანიებს, რომლებიც შესყიდვის პოლიტიკასა და პრაქტიკას იყენებენ გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპსა და დონეზე, გენდერულად პასუხისმგებლიანი მოქმედებებით, სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მხარდასაჭერად.

Peer Learning ჯგუფი შესაძლებლობაა, შექმნათ თანამოაზრე პროფესიონალთა ქსელი, რომლის მონაწილე კომპანიები ერთმანეთს მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკებს და გამოწვევების გადაჭრის გზებს უზიარებენ.

შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: