GE

პროგრამის აღწერა

პროგრამა SDG Ambition Accelerator გაეროს გლობალური შეთანხმების სამ თვიანი ინიციატივაა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ახალ სისტემას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია ბიზნესისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მდგრადი განვითარების მიზნებისა და გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაციის შესახებ.
პროგრამის დახმარებით, კომპანიები შეძლებენ მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში, რითაც ხელს შეუწყობენ გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას.

SDG Ambition Accelerator მხარს უჭერს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიებს ამბიციური კორპორაციული ამოცანების დასახვასა და მდგრადი განვითრების მიზნების ბიზნესის ცენტრალური მართვის პროცესებში ინტეგრაციის დაჩქარებაში.
პროგრამა 3 თვიანია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიებს.

პროგრამის სარგებელი:

მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრა: შეუსაბამეთ თქვენი ბიზნეს სტრატეგიები SDG-ებს და შეიმუშავეთ ჩარჩო მდგრადობის ინტეგრირებისთვის თქვენს ძირითად ბიზნეს პრაქტიკასა და მიზნებში.
გაუმჯობესებული ბიზნეს საქმიანობა:  SDG-ები წარმოადგენს მნიშვნელოვან საბაზრო შესაძლებლობას და კომპანიები, რომლებიც ავითარებენ თავიანთ სტრატეგიებს SDG-ებთან შესაბამისობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურად უკეთესად იმუშავებენ ახალი ბიზნეს შესაძლებლობების, შემცირებული ხარჯებისა და გაუმჯობესებული რისკების მართვის საშუალებით.
რესურსებსა და გამოცდილებაზე წვდომა: თქვენ მიიღებთ წვდომას ექსპერტთა სახელმძღვანელოებზე, კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობებსა და გამოცდილების გაზიარებას, გაიცნობთ კომპანიებს, რომლებიც ნერგავენ მდგრად ბიზნეს პრაქტიკას.
გაუმჯობესებული ინოვაცია: SDG-ების პრიორიტეტების მინიჭებით, შეგიძლიათ ინოვაციების სტიმულირება და ახალი პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნეს მოდელების განვითარება, რომლებიც დააკმაყოფილებენ სწრაფად ცვალებადი მსოფლიო ბაზრის საჭიროებებს.
გაძლიერებული მდგრადობა: თქვენ უკეთ იქნებით აღჭურვილნი იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ გამოწვევებს და მოერგოთ ცვალებად საბაზრო პირობებს მარეგულირებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში, რაც დაგეხმარებათ იყოთ კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში.

რას ისწავლით:

⦁ როგორ მიანიჭოთ სტრატეგიული პრიორიტეტი ქმედებებს, რომლებიც დააჩქარებს თქვენი კომპანიის წვლილს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში;
⦁ როგორ დასახოთ მიზნები, რომლებიც შეესაბამება ამბიციურ ნიშნულებს (benchmark) და გადამწყვეტია ეკონომიკებისა და საზოგადოებების ტრანსფორმაციისთვის
⦁ როგორ განსაზღვროთ ქვემიზნები და თვალი ადევნოთ შესრულების მეტრიკას, რათა შეაფასოთ პროგრესი და ინფორმირებული იყოთ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ
⦁ როგორ მიუდგეთ მდგრადობის მენეჯმენტს და შეიმუშაოთ ახალი ბიზნეს პროცესები და სისტემები, რომლებიც აერთიანებს მდგრადი განვითარების მიზნებს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით
⦁ როგორ ჩამოაყალიბოთ ბიზნეს სარგებლის მაგალითი და გაზარდოთ მდგრადობის მხარდაჭერა კომპანიაში;
⦁ ყოვლისმომცველი 8-საფეხურიანი მიდგომა, რომელიც გაგატარებთ ყველა საფეხურს სტრატეგიული პრიორიტეტებიდან სისტემურ შესაძლებლობებზე მოქმედებამდე

სასწავლო გამოცდილება:

აქსელერატორი მოიცავს სამთვიან სასწავლო გეგმას, რომელიც შედგება რვა საფეხურისაგან; თითოეული ნაბიჯი მოიცავს მოკლე თეორიის კურსებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გაეროს გლობალური შეთანხმების აკადემიის პლატფორმაზე, ასევე ჩატარდება ფასილიტირებული სესიები ნასწავლი თეორიის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

აქსელერაციის პროგრამა მოიცავს:


⦁ გახსნისა და დახურვის ცერემონიას
⦁ 8 თვითსწავლების კურსს (on-demand course)
⦁ 8 ფასილიტირებულ შეხვედრას
⦁ 4 შეხვედრას ორგანიზაციის შიგნით შესწავლილი მასალის განხილვის მიზნით
⦁ სასწავლო პროგრამის დამატებით სესიებს

მიღების კრიტერიუმები:

კომპანიებს მოეთხოვებათ, იყვნენ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები და აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
▪ ხართ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი ან მზად ხართ, შეუერთდეთ მას;
▪ მოწოდებული ხართ, გააძლიეროთ ამოცანების დასახვის პროცესი და განახორციელოთ ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნებისკენ პროგრესის გასაზრდელად;
▪ მზად ხართ, განსაზღვროთ ორი წარმომადგენელი, სამი თვის მანძილზე, კვირაში ორი საათის განმავლობაში პროგრამულ აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობისთვის და ასევე, გამოყოთ აღმასრულებელი დონის „ჩემპიონი“, რომელიც მიადევნებს თვალს პროგრამის განვითარებას, უზრუნველყოფს მხარდაჭერას და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ღონისძიებებში.

მნიშვნელოვანი თარიღი:


კომპანიის რეგისტრაცია: ივლისი, 2023 – დეკემბერი, 2023
პროგრამის დაწყება: იანვარი-თებერვალი, 2024