ქსელერაციის პროგრამის Target Gender Equality-ის მესამე მოდული – 31.10.2024
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, აქსელერაციის პროგრამის Target Gender Equality-ის მესამე მოდული – პროგრამები და ინიციატივები ჩატარდა.
სესიის ფარგლებში მიმოხილული იქნა ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას და ქალების გაძლიერებას როგორც სამუშაო ადგილზე ასევე, დასაქმების ბაზარზე და საზოგადოებაში.
პროგრამის მონაწილეებს შესაძლებობა ჰქონდათ, კოლეგებთან ერთად, ესაუბრათ საკუთარ კომპანიებში დანერგილ ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებზე და პროგრამებზე.
Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორი პროგრამაა. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში და გააძლიეროს მათი წვლილი მდგრადი განვითარების 5.5 და 8.5 მიზნების შესრულებაში. აღნიშნული მიზანი 2030 წლისთვის მართვაში ქალთა სრულ და თანაბარ მონაწილეობას და ბიზნესში თანაბარი ანაზღაურების მიღწევას ითვალისწინებს.