GE

SDG ინოვაციების აქსელერატორის მესამე სამუშაო სამუშაო შეხვედრა

კავკასიის უნივერსიტეტში გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამის – SDG ინოვაციების აქსელერატორის მესამე სამუშაო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი თემა გადაწყვეტილებების შემუშავება, იდეების განვითარება და პროტოტიპების შექმნა იყო. მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაოებიც.

შეხვედრას ფასილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის მენეჯერმა, სესილი ვერძაძემ გაუწია.

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა პირველად ტარდება საქართველოში. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი.

გააზიარე: