შეხვედრა აჭარის ბიზნესის წარმომადგენლებთან
21 სექტემბერს, ,,სიდა”-მ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით გამართა შეხვედრა თემაზე: კორპორაციული მდგრადობა და ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების და კორპორაციული მდგრადობის სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსწრე კომპანიებისთვის და დაინტერესებულ ბიზნესთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დაწყება. დაინტერესების შემთხვევაში ბიზნესს საშუალება ექნება მიიღოს ტექნიკური მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული კორპორაციული სტანდარტების დანერგვისთვის და შეუერთდეს საქართველოში ლიდერ კომპანიათა რიგებს. ღონისძიებას აჭარაში მომუშავე ბიზნეს კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ.
ბიზნესში ქალთა გაძლიერების მიმართულებით ,,სიდას“ აქტივობები იმართება პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ხორციელდება ნორვეგიის სამეფოსფინანსური მხარდაჭერით.