GE

Target Gender Equality-ის მეხუთე, დასკვნითი მოდული

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, აქსელერაციის პროგრამის Target Gender Equality-ის მეხუთე, დასკვნითი მოდული ჩატარდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა პროგრამის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ერთმანეთს სამოქმედო გეგმები გაუზიარეს.

აღნიშნული სესიის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებობა ექნებათ, განსაზღვრონ KPI-ები, რათა თვალყური ადევნონ პროგრესს, გამჭვირვალედ წარადგინონ ანგარიში და კომუნიკაცია მოახდინონ გენდერული თანასწორობის ერთიანი სტრატეგიის შესახებ.

Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორი პროგრამაა. მისი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში და გააძლიეროს მათი წვლილი მდგრადი განვითარების 5.5 და 8.5 მიზნების შესრულებაში. აღნიშნული მიზანი 2030 წლისთვის მართვაში ქალთა სრულ და თანაბარ მონაწილეობას და ბიზნესში თანაბარი ანაზღაურების მიღწევას ითვალისწინებს.

გააზიარე: