GE

აკაკი კუხალეიშვილი

აკაკი კუხალეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს 2023 წელს შემოუერთდა. აკაკი არის რიგის უმაღლესი სამართლის სკოლისა და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. მას აქვს ადამიანის უფლებებში 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება. აკაკი ჩართული იყო საქართველოში განხორციელებულ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნულ საბაზისო კვლევაში, როგორც მკვლევარი. აკაკის მომზადებული და გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, სტატია თუ ანგარიში ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

აკაკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში იკავებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერის პოზიციას და უზრუნველყოფს ამ მიმართულების ეფექტურ მართვას, თემატური აქსელერაციის პროგრამების წარმართვას, ანალიტიკური მასალების, ანგარიშებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებას. მანამდე ის მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, იურისტ-მკვლევრის, მკველვარ-ანალიტიკოსის, უფროსი სპეციალისტის, ხოლო მოგვიანებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ის ასევე იყო კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სპეციალისტი ასევე გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის ადამიანის უფლებების ადვოკატირების ცენტრში.