GE

მიმდინარე პროექტები

  • ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში - მეორე ფაზა

    როექტის სახელწოდება: ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში – მეორე ფაზა
    დონორი: შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შვედეთის მთავრობა)
    განმახორციელებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    ბიუჯეტი: 26 700 700 შვედური კრონა
    ვადები: 2024 -2027

    პროექტის შესახებ:

    პროექტის მიზანია დააჩქაროს ადგილობრივი ბიზნესის გავლენა მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) ამბიციური გეგმების დასახვით, ანგარიშვალდებულების გაძლიერებით, თანამშრომლობის ხელშეწყობითა და ხელსაყრელი გარემოს შექმნით. იგი ფოკუსირებულია საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობაზე ისეთი ჩარჩოს მეშვეობით, რომელიც ბიზნესს მდგრადი განვითარების მიზნების სტანდარტებთან აახლოებს.
    ძირითადი მიზნები მოიცავს კორპორაციული მდგრადობის შესახებ საჯარო პოლიტიკის გაძლიერებას ადვოკატირებისა და დიალოგის მეშვეობით და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მდგრადობის უზრუნველყოფას, რათა წარმართოს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში ბიზნესის ჩართვის პროცესი.

  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP)

    როექტის სახელწოდება: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP)
    დონორი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

    განმახორციელებელი:  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო/აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,
    ბიუჯეტი: 650 000 აშშ დოლარი
    ვადები: 1 ნოემბერი, 2021 – 31 სექტემბერი, 2026

    პროექტის შესახებ:

    პროექტის მიზანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ახალი და არსებული სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობების განვითარებით, რათა ისინი გახდნენ მოქალაქეთა ინტერესების ნდობით აღჭურვილი და ეფექტიანი წარმომადგენლები. პროგრამა აძლიერებს და მობილიზებას უწევს საზოგადოებებს, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები და ქმნის ეკოსისტემას, რომელიც სამოქალაქო აქტორებს რესურსების დივერსიფიკაციის საშუალებას აძლევს. CSEP მხარს უჭერს სამოქალაქო მოძრაობებს, აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ქვეყნის მასშტაბით, რათა განავითარონ და  წინ წაწიონ მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებსა და პრიორიტეტებზე.

    გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს უწყობს პარტნიორობას სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის, რათა შეიმუშაონ სტრატეგიული საშუალო და გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის გეგმები. ეს თანამშრომლობები მოიცავს სექტორებს შორის ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია რთული სოციალური გამოწვევების დაძლევაზე და ახალისებს კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვან პროექტებს.

  • კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ

    პროექტის სახელწოდება: კოლექტიური ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ
    დონორი: სიმენსის კეთილსინდისიერების ინიციატივა
    განმახორციელებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    ბიუჯეტი: 5 000 აშშ დოლარი
    ვადები: 2024 – 2025

    პროექტის შესახებ:

    სიმენსის კეთილსინდისიერების ინიციატივის გრანტი განსაზღვრავს კომპლექსურ გეგმას, რომელიც მოიცავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მმართველობის ძალისხმევის მხარდაჭერას კომპეტენციის განვითარებით, ვორქშოპებით, მენტორობით და ფინანსური დახმარებით. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს კორუფციის წინააღმდეგ კოლექტიური ძალისხმევის გაძლიერებას სტრუქტურირებული ტრენინგების, ვორქშოპების, მენტორობისა და ფართო ფორუმებში მონაწილეობისთვის ფინანსური მხარდაჭერის გზით.

  • მდგრადი ბიზნესი პასუხისმგებლიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (SustainableBiz4EaP)

    პროექტის სახელწოდება: მდგრადი ბიზნესი პასუხისმგებლიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (SustainableBiz4EaP)
    დონორი: შვედეთის ინსტიტუტი
    განმახორციელებლები: Östgruppen (შვედეთი), იაროსლავ მუდრის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა), Swedwatch (შვედეთი), Asociatia Obsteasca Institutul pentru Busines si Drepturile Omului din Republica Moldova (მოლდოვა), ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტი ერლანგენ-ნიურნბერგი, ადამიანის უფლებების ცენტრი ერლანგენ-ნიურნბერგი (გერმანია) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.
    ბიუჯეტი: 78 500 შვედური კრონა
    ვადები: 2024 წლის 1 სექტემბერი – 2026 წლის 31 აგვისტო

    პროექტის შესახებ:

    პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მდგრადი აღდგენის ხელშეწყობა ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის გზით.

    კომპანიები გვთავაზობენ პროდუქტებსა და მომსახურებას, ქმნიან სამუშაო ადგილებს და შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სიღარიბის შემცირებაში. თუმცა, ბიზნესის მიერ ადამიანებსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის რისკი მნიშვნელოვანი რჩება და კრიზისის, შეიარაღებული კონფლიქტის ან კანონის უზენაესობის არარსებობის პირობებში კიდევ უფრო იზრდება.
    პროექტი მოიცავს ბიზნეს აქტორების, პროფესიული კავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებისა და გარემოსდაცვითი სათანადო შეფასების თაობაზე; რეკომენდაციების მორგებასა და განახლებას რეგიონის სხვადასხვა მონაწილე მხარისთვის კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით და “მდგრადი ბიზნეს ჰაბის” შექმნას დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციისა და დიალოგის გასამარტივებლად.