GE

World HR Summit 2024

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი და გარემოს დაცვის მენეჯერი, მეგი შუბალიძე ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ, სადაც World HR Summit 2024 – ში მიიღეს მონაწილეობა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის ისტორიულ პარტნიორობაზე, მათ შორის მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პარტნიორულ პროექტებზე. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მიზნებიდან ჯერ მხოლოდ 15%-ია შესრულებული. მან ხაზი გაუსვა პროგრესის დასაჩქარებლად, თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, საუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას, ასევე, იმ როლს, რომელსაც ღონისძიებაში დამსწრე საზოგადოება ასრულებს. სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების რეკომენდაციები და ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც კომპანიებს მსოფლიოს ყველაზე დიდ კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაში ჩართვით უჩნდებათ.

World HR Summit 2024-ს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

გააზიარე: