GE

ბიზნესის კეთილსინდისიერების და კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

16 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ბიზნესის კეთილსინდისიერების და კორუფციასთან ბრძოლის|Business Integrity and Collective Action Against Corruption, სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და კერძო სექტორის მხრიდანკორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. Peer learning ჯგუფს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორუფციასთან ბძოლის მიმართულების ხელმძღვანელი – მაია გიორგაძე უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს Anti-Corruption Collective Action- მიგნებები და საერთაშორისო პრაქტიკები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის ბიზნესის კეთილსინდისიერება, გამჭვირვალობა და ანგარიშგების მნიშვნელობა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიიღო, გაეროს გლობალური შეთანხმების კონსულტანტმა – ანა ლუიზა არანჰამ და კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის კოორდინატორმა – ფაბიან ესპეიომ, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს სერთაშორისო საუკეთესო მაგალითები Anti-Corruption Collective Action-ის და კორუფციასთან ბრძოლის ის საჭირო მექანიზმები, რომელიც აუცილებელია დაინერგოს ბიზნეს სექტორში, კორუფციის რისკების შემცირებისთვის.

კორუფციასთან ბრძოლა გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპიდან ერთ-ერთია, რომლის შესულების ვალდებულებას იღებენ შეთანხმების მონაწილე კომპანიები.კორუფცია არის მნიშვნელოვანი დაბრკოლება ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში.

შეხვედრას ესწრებოდა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის 10-მდე კომპანიის წარმომადგენელი. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილე კომპანიები ერთმანეთს მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკებს და გამოწვევების გადაჭრის გზებს უზიარებენ.

შეხვედრა გაიმართა შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

გააზიარე: