GE

COP28 – მოდერაცია ესპანეთის ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – Science Based Targets (SBTi) Leading Companies.

5 დეკემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე მხარეთა 28-ე კონფერენციის (COP28) ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მოდერაცია გაუწია გაეროს გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას Science Based Targets (SBTi) Leading Companies.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა კერძო სექტორის მიერ მეცნიერებაზე დამყარებული ინდიკატორების (SBTi) დანერგვის მნიშვნელობა, აღნიშნული ინდიკატორების დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების გადალახვის გზები. ასევე, მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის მიერ მეცნიერებაზე დამყარებული ინდიკატორების დასახვას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების აქსელერაციის პროცესში.

ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.

გააზიარე: