CS აკადემია: ევრორეგულაციები კორპორაციული მდგრადობის ჭრილში
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში გრძელდება სასერტიფიკატო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის. 29 თებერვალს, განხილულ იქნა ევრორეგულაციები კორპორაციული მდგრადობის ჭრილში და რა გავლენა აქვთ მათ ქართულ ბიზნეს სექტორზე.
გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიასა და პოლიტიკის ჩარჩოზე. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, როგორიცაა ევროპის მწვანე შეთანხმება, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა, ევროკავშირის ტაქსონომია, გაუტყეურების რეგულაცია და ა.შ. ასევე, იმსჯელეს, თუ რა გავლენა აქვს აღნიშნულ დოკუმენტებს ქართულ კერძო სექტორზე.
აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia -ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.