გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიური ფორუმი ტოკიოში
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე, ნინო კვანტრიშვილი და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი, ტოკიოში, იმყოფებოდნენ, სადაც გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გლობალური ქსელების საბჭოს თავმჯდომარემ და და გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრმა, ფორუმის გახსნით პანელურ დისკუსიაში მიღო მონაწილეობა, რომელიც ორგანიზაციის პრიორიტეტებსა და მისი წევრი ბიზნესებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობებს შეეხებოდა.
UNGCNG-ის გუნდმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ფორუმის თემატურ სესიებსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებშიც განხილულ იქნა გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისისა და სხვადასხვა ადგილობრივი ქსელების მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა პროგრამულ პრიორიტეტებზე და მიმდინარე აქტივობებზე, მათ შორის, გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მიმართულებით.
გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს ორგანიზაციის ზრდის სტრატეგიაზე, ინიციატივა Forward Faster-ში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობაზე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებაზე როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეზე, მცირე და საშუალო სექტორის გაძლიერებაზე, ბიზნესთან სექტორულ მიდგომასა და მულტისექტორული თანამშრომლობის მაგალითებზე.
ფორუმის ფარგლებში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები განიხილეს.
ადგილობრივი ქსელების ყოველწლიური ფორუმი 19-22 მარტს, ტოკიოში გაიმართა.