გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის სხდომა ტოკიოში
18-19 მარტს, ტოკიოში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
გამგეობის ორდღიან შეხვედრაზე განხილულ იქნა გაეროს გლობალური შეთანხმების 2023 წლის მიღწევები, ადგილობრივი ქსელების განვითარების საკითხები და კერძო სექტორის მიერ ათი პრინციპის დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესის დაჩქარების აუცილებლობა.
19 მარტს, გამგეობის სხდომაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. სხდომაზე საუბარი შეეხო გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების როლს კერძო სექტორის მხრიდან ყველა დასაქმებულისთვის საარსებო მინიმუმის ნიშნულის მიღწევაში.
სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად 2023 წლის თებერვალში აირჩიეს და ერთი წლის განმავლობაში 62 ადგილობრივ ქსელს წარმოადგენდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, გამგეობის წევრებთან ერთად, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიური ფორუმის გახსნით პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის დროს განხილულ იქნა გაეროს გლობალური შეთანხმების მხრიდან ამბიციის, ადვოკატირებისა და თანამშრომლობის გზით, ხელშემწყობი გარემოს შექმნა კერძო სექტორის მიერ პროგრესის გასაზრდელად.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო კვანტრიშვილი და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი, ტოკიოში იმყოფებოდნენ, სადაც 18-23 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ყოველწლიურ ფორუმში იღებენ მონაწილეობას.
სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთისმხარდაჭერით.