GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური საერთო კრება, სადაც ქსელის წევრებს წარუდგინეს ადგილობრივი ქსელის ხელმძღვანელი და გამგეობის თავმჯდომარე. სამდივნოში მიმდინარე ცვლილებების შედეგად, ადგილობრივ ქსელს ირინე ურუშაძე, ხოლო გამგეობას ჯორჯ ველტონი უხელმძღვანელებს. 

ქსელის ხელმძღვანელებმა სამდივნოს წევრებს წარუდგინეს სამოქმედო გეგმა და მიმოიხილეს განხორციელებული საქმიანობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

საერთო კრებაზე შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში.

შეხვედრა გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში.”

გააზიარე: