GE

კონფერენცია – ინვესტირება ქალებში: გენდერულად პასუხისმგებლიანი დაფინანსება საქართველოში

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია ინვესტირება ქალებში: გენდერულად პასუხისმგებლიანი დაფინანსება საქართველოში.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა თინათინ გენებაშვილმა გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში, მოდერატორებმა და მომხსენებლებმა ისაუბრეს სახელმწიფოს პოლიტიკაზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებზე, გენდერულად პასუხისმგებლიანი დაფინანსების ხელშეწყობასა და შესყიდვების პროცესზე, ასევე, ინვესტირებაში გენდერული ჭრილის გამოყენებაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა დემეტრაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა სალომე თვალოძემ, საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარემ დიმიტრი ცქიტიშვილმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შესყიდვების ოფიცერმა მურმან კაციტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეგოიძემ, „თიბისი ბანკის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა, „კრისტალის“ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქობალია და პროკრედიტ ბანკ საქართველოს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ჯაშიაშვილმა.

გააზიარე: