GE

კორუფციასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევის ურთიერთსწავლების ჯგუფის (Peer Learning) პირველი შეხვედრა

20 დეკემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, კორუფციასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევის ურთიერთსწავლების ჯგუფის (Peer Learning) პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა მიმართა.

Peer Learning ჯგუფს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარტნიორობისა და კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი, მაია გიორგაძე უძღვებოდა. მან მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს – კორუფციასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევის სახელმძღვანელოს ( Anti-Corruption Collective Action Playbook) მიგნებები და საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო. შეხვედრას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 10-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთია გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრიციპიდან. კორუფცია მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში. მას უარყოფითი გავლენა აქვს მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესზე. ურთიერთსწავლების ჯგუფი შესაძლებლობაა, შექმნათ თანამოაზრე პროფესიონალთა ქსელი, რომლის მონაწილე კომპანიები ერთმანეთს მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკებს და გამოწვევების გადაჭრის გზებს უზიარებენ.

შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: