GE

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"

  • ორგანიზაცია:

    ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"

  • სექტორი :

    არასამთავრობო ორგანიზაცია

  • საკონტაქტო პირი:

    ირაკლი იზორია

  • ტელ:

    +995 558 28 75 75

  • ელ. ფოსტა: safedrivegeo@gmail.com
  • მისამართი:

    თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 7, მე-4 სართული

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” საქართველოში არსებული ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც კვლევების, ადვოკატირების, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი პროექტების საშუალებით, ახორციელებს საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი ტრანსპორტის ხელშეწყობას. აღნიშნული, თავის მხრივ, მიზნად ისახავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაღალი რიცხვის შემცირებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას. ფონდი 2006 წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფონდის, ბრიტანეთის საელჩოს და ადგილობრივი ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რაც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა. 2006 წლიდან, ორგანიზაცია არის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფონდის პლატფორმის წევრი, 2011 წლიდან კი ორგანიზაციის – „უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ალიანსი აღმოსავლეთ ქვეყნებში“ (EASST),
2013 წელს ფონდი შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურ ალიანსს. 2012 წელს, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაჯილდოვდა პრინც მაიკლის საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ჯილდოთი.

პრიორიტეტული მიმართულებები

ფონდის-„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიზანია, განახორციელოს ის საქმიანობა, რაც დაკავშირებულია გაეროს მდგარდი განვითარების მიზნებთან, კერძოდ,ხელი შეუწყოს შემდეგ მიმართულებებს:

• ხელმისაწვდომი, ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემის განვითარების გზით, სიღარიბის დაძლევა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება;
• საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება;
• საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, ბავშვების, შშმ პირების და მოხუცების ინტერესების გათვალისწინებით;
• ენერგოდამზოგავი და სუფთა სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია;
• ჰაერის დაბინძურების შემცირება სატრანსპორტო სექტორიდან.

ადამიანის უფლებები

შრომითი უფლებები

გარემოს დაცვა

კორუფციასთან ბრძოლა