Polyvim LLC

შპს პოლივიმი რუსთავის ტერიტორიაზე აშენებს საქართველოში პირველ პოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს საწარმოს, რომელიც ნედლეულის სახით მოიხმარს პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) მეორად ბოთლს. საწარმო პირველ ეტაპზე, PET მეორად ბოთლებს გარდაქმნის მაღალი ხარისხის სუფთა და ფერად ფანტელებად, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული PET ფანტელებისგან აწარმოებს პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს. შპს პოლივიმის მიზანს წარმოადგენს, ნარჩენებისგან შევქმნათ მაღალი ხარისხის დამატებითი ღირებულების პროდუქტი და, ამავდროულად, გავუმკლავდეთ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას – გარემოს პლასტმასის ნარჩენით დაბინძურებას. აღსანიშნავია, რომ პროექტი წარმოადგენს 100%-ით კერძო ინვესტიციას. ადგილობრივი ბაზრის მიერ პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოს მოხმარება შეადგენს საშუალოდ 100 (ასი) ტონას თვეში, რომელიც საქართველოში შემოდის იმპორტის სახით. შესაბამისად, ჩვენი ქარხანა მოახერხებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას, ხოლო დანარჩენი პროდუქციის (წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი, ≈85%) ექსპორტზე გატანას ჩვენ მიერ უკვე ათვისებულ ბაზრებზე ძირითადად თურქეთსა და ევროპის კავშირის ქვეყნებში. საქართველოს მიერ არაერთ უმსხვილეს ბაზართან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების პირობების მიხედვით, ჩვენი პროდუქცია შეძლებს, იყოს კონკურენტ უნარიანი და ხანგრძლივ პერსპექტივაში მოახერხოს უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში წარმადობისა ზრდისა და შესაბამისად, ექსპორტის მდგრადი განვითარების ხარჯზე. ვფიქრობთ, ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და მოხარულები ვიქნებით მის შეტანით. პროექტის განხორციელებით შეიქმნება 150 (ას ორმოცდაათი) სამუშაო ადგილი, ხოლო ზოგადად ინდუსტრიის გაძლიერება ხელს შეუწყობს სხვა მცირე და საშუალო ზომის ტექსტილისა და მონათესავე დარგების წარმოების განვითარებას. ეს კი თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და შემოსავლის წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
CEO
We define Polyvim as a responsible family, where every member feels responsible: we care! Therefore we recycle, and we don’t stop there; we attempt to take every decision granting community and the planet no harm while employing all our effort to take every step for a better future in every aspect: social, economic, and environmental. We have only one planet to live! Don’t we?
პრიორიტეტული მიმართულებები:
სუფთა წყალი და სანიტარია: ნარჩენებით შეგროვება და გადამუშავება დაბინძურების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა: დამატებითი სამუშაო ადგილების შექმენა, წარმოებისას მაღალი სტანდარტების დანერგვა საერთაშოროსო ბაზარზე გასასვლელად კლიმატის მდგარადობის მიღწევა: ცნობიერების ამაღლება, გადამუშვება, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა