GE

საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მოდელის განხილვა საქართველოს პარლამენტში

21-22 დეკემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მოდელის განხილვა გაიმართა.

გასვლით შეხვედრაზე საჯარო-კერძო დიალოგის გზამკვლევი წარადგინეს, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შეიმუშავა.

გზამკვლევის მიზანია პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მხარდაჭერა საჯარო-კერძო დიალოგის წარმატებით წარმართვისა და კერძო სექტორის ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

ასევე, განხილულ იქნა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს პარლამენტის მხრიდან. პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს კერძო სექტორის პერსპექტივა გააცნეს ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს ასოციაციის და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებმა.

განხილვაში მონაწილეობას პარლამენტის 14 კომიტეტის და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის წარმომადგენლები იღებდნენ.

საგრანტო აქტივობა საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ხორციელდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის თვითმყოფი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებსა და რეფორმებზე კერძო სექტორთან ეფექტიან და უწყვეტ დიალოგს.

გააზიარე: