GE

შეხვედრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ

10 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო საწარმოების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს ქსელის მისია და საქმიანობა გააცნო და ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეგოიძემ. შეხვედრის მეორე ნაწილი კი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის შესახებ’’ მიმოხილვას დაეთმო, რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერი, აკაკი კუხალეიშვილი გაუძღვა.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, OECD-ის გაიდლაინების (ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის შესახებ) შესახებ ცნობიერების ამაღლების ვალდებულება აქვს აღებული. 2016 წლიდან დაწყებული, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხები ადამიანის უფლებების დაცვის ყველა გეგმაშია ასახული. დღევანდელი ღონისძიებაც საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში განხორციელდა.

გააზიარე: