UN GCNG-ის აქტივობების პრეზენტაცია World HR Summit 2024-ზე
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი და გარემოს დაცვის მენეჯერი, მეგი შუბალიძე ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ, სადაც World HR Summit 2024 – ში მიიღეს მონაწილეობა.
სამიტის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანულ კომპანიებს კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, საქართველოს ქსელის საქმიანობა გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე თანამშრომლობისა და სამომავლოდ, ერთობლივი აქტივობების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოითქვა.
სამიტის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა, ასევე, ღონისძიებაში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.
ქსელის წარმომადგენლებმა კომპანიებს UNGCNG-ის აქტივობების პრეზენტაცია გააცნეს და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რაც ბიზნეს სექტორს საკუთარ საქმიანობაში კორპორაციული მდგრადობის ინტეგრირებისას ეძლევა.