GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2022 წლის SDG პიონერი ნინო კვერნაძე გახდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2022 წლის SDG პიონერი აჭარა ჯგუფის სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კვერნაძე გახდა.

გენდერული თანასწორობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ადგილობრივების დასაქმება და ახალგაზრდების კარიერული წინსვლის მხარდაჭერა ის მოკლე ჩამონათვალია, რაშიც GCNG-ის 2022 წლის SDG პიონერი ნინო კვერნაძე, საკუთარი საქმიანობით, ხელს უწყობდა კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით, 2016 წლიდან, ხოლო საქართველოში – 2019 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი – SDG პიონერი. კონკურსი ავლენს ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ბიზნეს სექტორში მუშაობენ და საკუთარი საქმიანობით აძლიერებენ კომპანიის კორპორაციულ კულტურასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

გააზიარე: