GE

Peer Learning: პირველი სამუშაო შეხვედრა თემაზე – „მდგრადი დაფინანსება და ინვესტიციები“

2025 წლის 26 სექტემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ურთიერთსწავლების ჯგუფების (Peer Learning) ფარგლებში, კომპანიებისთვის გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა თემაზე – „მდგრადი დაფინანსება და ინვესტიციები“. შეხვედრის ფარგლებში მდგრადი დაფინანსების ინსტრუმენტები, მდგრადი დაფინანსების სტრატეგიები და სხვადასხვა ბიზნეს ქეისები განიხილეს.

ურთიერთსწავლების ჯგუფში მონაწილეობას იღებენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიები. წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა, რომელიც მდგრადობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

ურთიერთსწავლების ჯგუფები მონაწილე კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას, შექმნან თანამოაზრე პროფესიონალთა ქსელი, გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე, ასევე დაამყარონ თანამშრომლობა ინდუსტრიის ექსპერტებთან.

გააზიარე: