GE

2024 წლის ადგილობრივი SDG პიონერები გამოვლინდნენ

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის ადგილობრივი SDG პიონერები გახდნენ: „პოლივიმის“ უფროსი კომერციული ოფიცერი, შივა ფარიზადი – მცირე და საშუალო (SME) და მიკრო ზომის კომპანიების კატეგორიაში  და „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი, ქეთევან ჟვანია – მსხვილი ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანიების კატეგორიაში.

შივას ინიციატივით განხორციელდა არაერთი ინოვაციური ინიციატივა პლასტმასის ნარჩენების გადამუშვების მიმართულებით. მისი ამ ძალისხმევით, შივამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო მდგრადობას, არამედ ეკონომიკურად გააძლიერა ადგილობრივი თემები, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასთან ერთად.

ქეთევან ჟვანია „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობას და კომუნიკაციებს ხელმძღვანელობს და 2018 წლიდან, კომპანიის მდგრადობის ძალისხმევას უდგას სათავეში. მან დიდი როლი შეასრულა, რომ „ეფეს საქართველო“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გამხდარიყო. ქეთის ძალისხმევით, მისი კომპანია არაერთხელ გახდა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს გამარჯვებული სხვადასხვა კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის ადგილობრივი SDG პიონერი – შივა ფარიზადი, ასევე, არჩეულ იქნა გლობალურ SDG პიონერად.

12 გლობალური SDG პიონერი ნიუ იორკში, გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე გამოვლინდება.

გამარჯვებულები დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის, გაეროს და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

გააზიარე: